აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დღეს სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო
კომისის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი განიხილეს. სხდომაზე საკითხი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ წარმოადგინა. კომიის წევრებმა თერთმეტივე ოჯახის საკიხი დადებითად გადაწყვიტეს, ისინი ბინებს უახლოეს პერიოდში მიიღებენ. თამარის დასახლებაში, 58 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის დასწყისში დასრულდა. სოციალური სახლი აჭარის ფინანსთა და ეკონმიკის საამინისტროს დაფინანსებით აშენდა და 3 060 773 ლარი დაჯდა.

















