logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერთა რეესტრის შექმნის საკითხები განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერთა რეესტრის შექმნის საკითხები განიხილეს
12:01 08.06.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფერმერთა რეესტრის საკითხები განიხილეს და ფერმერთა რეესტრის შექმნის სამოქმედო გეგმის მიმდინარე სტატუსზე იმსჯელეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილეები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“წარმომადგენლები და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფერმერთა რეესტრის შექმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული რეალობის და სამინისტროს მიზნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან აღებული ვალდებულების თანახმად, 2018 წლისთვის საქართველოში ფერმერთა რეესტრი უნდა შეიქმნას. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან და FAO-სთან ერთად აქტიურად მუშაობს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარკვეული სახის მონაცემთა ბაზებიუკვე არსებობს. შექმნილია მცირემიწიან ფერმერთა, სახელმწიფო პროექტებით მოსარგებლე ფერმერთა, ასევე მევენახე ფერმერთა ბაზები, თუმცა არ არსებობს ფერმერთა ერთიანიბაზა, რომელიც ფერმერთა შესახებ უფრო სრულყოფილ სურათს წარმოაჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს მონაცემთა ისეთი რეესტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნების და არსებული რეალობის გათვალისწინებით იქნება შექმნილი.
შეხვედრაზე FAO-ს წარმომადგენლებმა საქართველოში ფერმერთა რეესტრის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ასპექტის გათვალისწინება, რათა ის ბაზა რომელიც შეიქმნება იყოს განახლებადი და ცოცხალი დოკუმენტი, რომელშიც ფერმერთა შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიზნობრიობასთან შესაბამისობაში აისახება.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეესტრის ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება ის მიზნობრიობა, რისთვისაც ამ რეესტრის გამოყენება მოხდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა