logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანზე გამავალი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების ნაწილი 9 ივნისიდან მარშრუტს შეიცვლის
ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანზე გამავალი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების ნაწილი 9 ივნისიდან მარშრუტს შეიცვლის
19:47 07.06.2017
პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი ორბელიანის მოედანზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოთხი თვის ვადაში დასრულდება.

სამუშაოები ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე შვიდ ქუჩაზე: ათონელის, ვირსალაძის, ხიდის, ფურცელაძის, ფხოვის, სობჩაკის (ყოფილი ხაზინის ქუჩა) და თაბუკაშვილის ქუჩებზე განხორციელდება.

საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების ქსელი და კანალიზაციის სისტემა. მოეწყობა ახალი სადრენაჟე სისტემა და სანიაღვრე ქსელები.

განახლდება ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემა, ელექტრო ენერგიის ქსელი, ასევე სუსტი დენების გაყვანილობა.

სამუშაოები ყველა ქუჩაზე ეტაპობრივად განხორციელდება, რათა დროებით გზის დაკეტვის შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამანქანე და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება აღნიშნულ ტერიტორიაზე.

პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიან არეალში მდებარე ქუჩებზე აღმოიფხვრება მოძველებული ქსელებით გამოწვეული პრობლემები. ასევე, თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ქსელების განმეორებითი დაზიანების შემთხვევები. საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების ბიუჯეტი 8.5 მლნ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტთან ერთად, პარალელურად დაიწყება მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები. 150-მდე ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი ფხოვის ქუჩაზე მოეწყობა, რაც აღნიშნულ ტერიტორიას საგრძნობლად განტვირთავს ავტომობილებისა და უწესრიგო მოძრაობისგან.

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 9 ივნისს, 12:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვირსალაძისა და მტკვრის ქუჩებზე. აღნიშნული შეზღუდვიდან გამომდინარე, ავტობუსების #6,31,42,87 მარშრუტები შეიცვლიან მოძრაობას და რუსთაველის გამზირიდან ნაცვლად: თავისუფლების მოედანი - რუსთაველის გამზირი - გიორგი ჭანტურიას ქ. - ვირსალაძის ქ. - მარჯვენა სანაპირო - ბარათაშვილის ქ. იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ: თავისუფლების მოედნის - ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გავლით.

რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას (#4,19,31,67,72,120,131,141,176) გადიოდა გიორგი ჭანტურიას, ვირსალაძის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს ალექსანდრე პუშკინის ქუჩის გავლით.

მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც ბროსეს ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე მოძრაობისას (#15,40) გადიოდა ვირსალაძის, ათონელის, ხაზინის და ფხოვის ქუჩებზე, ამჟამად იმოძრავებს მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე მოძრაობისას (#35,50,150) გადიოდა ათონელის, ვირსალაძის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად იმოძრავებს ათონელის, ვახტანგ ორბელიანის და რენა აბჟანდაძიოს ქუჩების გავლით.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა