ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე დღეს სოფელ გელაურის მოსახლეობას შეხვდა.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობამ შეხვედრაზე გამგებელს საზაფხულო იალაღებზე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება სთხოვა, რასთან დაკავშირებითაც ერთობლივი გზები დასახეს.

















