საყდრისის დაცვის კომიტეტში მიაჩნიათ, რომ რუსული კომპანია "არემჯი გოლდი" კვლავ აგრძელებს ვანდალურ ქმედებას ფიტარეთის მე-13 საუკუნი სსამონასტრო
კომპლექსის მიმდებარედ -"ბნელიხევის" ტერიტორიაზე.
ამის შესახებ საყდრისის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.
კომიტეტში აცხადებენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არქეოლოგიური შესწავლის გარეშე მიმდინარეობს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის "ბნელი ხევის" კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის, ფიტარეთის მონასტერს და ხულუტის ციხეს.
"ამასთან, იგეგმება ტერიტორიაზე არსებული ტყის საფარის 70%-ის გაჩეხვა, რაც ბოლნისის რაიონის მსგავსად ახლა უკვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნის ეკოკატასტროფის რისკებს. ამ პროცესების მიღმა კი იკვეთება, "არემჯიგოლდის" მესაკუთრის დიმიტრი ტროიცკის შესაძლო კორუფციული გარიგებები ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ სავარაუდო კორუფციული სქემების შესახებ ისაუბრებენ საყდრისის კომიტეტის წევრები მედიასთან.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საყდრისის კომიტეტი მოუწოდებს კულტურისა და გარემოსდაცვის სამინისტროებს ერთი კვირის განმავლობაში დროულად გაერკვნენ ვითარებაში და საზოგადოებას დამაჯერებელი ინფორმაცია მიაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საყდრისის დაცვის კომიტეტი მზად არის თავად დაიწყოს ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის და არქეოლოგიური ობიექტების მონიტორინგი",- ნათქვამია განცხადებაში.

















