არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით, ხვალ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად აქცია
გაიმართება.
"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ არ დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ჩაბუქს, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 24 მაისს დააკავეს, ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. თურქული მხარე მის ექსტრადაციას მოითხოვს.
აქცია კანცელარიასთან ხვალ 11:00 საათზე დაიწყება.

















