ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „CENN“-ის წევრებმა, გამგებლის
წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
აღნიშნული ორგანიზაცია, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს -„ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“, რომლის ერთერთი მიმართულება ცენტრსა და რეგიონს შორის დიალოგის განვითარებაა. ამ მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში შექმნილია „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივები“ (OECI) – სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კერძო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილია OECI–ის შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება საქართველოს ყველა რეგიონში.
დღევანდელი შეხვედრა გაიმართა შემდეგ საკითხებზე:
• სატყეო პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები;
• ტყის რესურსების ჩართვა თემისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში;
• სატყეო ტურისტული სერვისების განვითარება და ადგილობრივი შემოსავლები;
• კონფლიქტების მართვა;
• საზოგადოების მონაწილეობა;
• ადვოკატირება–ლობირება;
• სატყეო დარგის გენდერული ასპექტები;
• ბეშუმის ტყის რეკრეაციული ზონის პროექტი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

















