logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტრანსგენდერ ქალს ტაქსის კომპანიამ მომსახურებაზე უარი უთხრა
ტრანსგენდერ ქალს ტაქსის კომპანიამ მომსახურებაზე უარი უთხრა
13:45 05.06.2017
საქართველოს სახალხო დამცველმა ტაქსის მძღოლ გ.გ.-სა და ტაქსის კომპანია „Maxim“-ს (შპს „ტექნოკომი“) გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა, ვინაიდან ტრანსგენდერ ქალს უარი ეთქვა ტაქსით მომსახურებაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
"განსახილველ საქმესთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას, სახალხო დამცველი დაეყრდნო არამხოლოდ საქმეში არსებულ მასალებსა და მოპასუხე ტაქსის მძღოლთან გასაუბრების შედეგებს, არამედ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლგბტ თემი საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია და ისინი ძალიან ხშირად აწყდებიან დაბრკოლებას მომსახურების მიღების პროცესში.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა შპს „ტექნოკომის“ პასუხისმგებლობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ტაქსის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ კომპანიის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სერვისით ჯეროვანი სარგებლობა თანასწორად შეძლოს ყველა ადამიანმა. ამასთან, შპს „ტექნოკომის“ მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა მომავალში შესაძლოა საფუძვლად დაედოს დისკრიმინაციის წახალისებას.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით ტაქსის მძღოლს გ.გ.-ს მოუწოდა, რომ ტაქსის მომსახურების გაწევისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და მოემსახუროს მგზავრებს მათი გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა მახასიათებლის მიუხედავად. შპს „ტექნოკომს“ კი მიმართა, შეიმუშავოს შინაგანაწესი/შიდა რეგულაცია, სადაც განსაზღვრული იქნება კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკა კლიენტების მომსახურებისას და ასევე, ტაქსი „Maxim“-ის ვებ-გვერდზე დაამატოს პარამეტრი, რომელიც „Maxim“-ში გაწევრიანებისას მძღოლებს მიაწვდის ინფორმაციას კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ, რომელზე თანხმობაც მძღოლების კომპანიაში გაწევრიანების წინაპირობა იქნება"-ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა