დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ჩარგლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ვარკეთილი-3 IV კვარტლის, წმინდა ბარბარეს უბნის, მელითონეების, ქვემო დასახლების, კალოუბნის, ამაშუკელის, ჩხიკვაძის,ძოწენიძის, ნუცუბიძის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე წინამძღვრიშვილის, ჭავჭავაძის, ჩხეიძის, აბაშიძის და უზნაძის ქუჩების, 10:30 საათიდან 18 საათამდე კავსაძის, აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების, 10:30 საათიდან 18 საათამდე ჩოლოყაშვილის I კვარტლის (ნაწილობრივ), იუნკერთა, დოდაშვილის, ჩკალოვის და ჯავადის ქუჩების, ხოლო 10:30 საათიდან 13 საათამდე მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, აბუსერიძე-ტბელის და სამგორისქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

















