logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეს სულთმოფენობაა
დღეს სულთმოფენობაა
10:16 04.06.2017
აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს ზეიმობს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა, გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე:

„გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდამყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი"...

როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა მათ ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავდნენ ებრაელები იმ დროს, როდესაც სულიწმიდა გარდამოხდა ზეციდან და ცეცხლოვანი ენების სახით მოციქულებს თავებზე დაადგრა. არ არსებობს ღვთის განგებულებაში არავითარი შემთხვევითობა... მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა შჯული ებრაელებს, ხოლო სულიწმიდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე... ასეთი სიმბოლური მსგავსება ამ მოვლენებისა ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო, ასევე ნიშანი იყო იმისა, რომ „ერთი და იგივე არს ძველისა და ახლისა შჯულისა მომცემელი"...

ოდესღაც ენები, კაცთა მზაკვრული ზრახვების გამო გაიყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, დღეს კი სულიწმიდის მადლითა და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ,... მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, ახლა კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, გულისხმაყონ და ისწავლონ ერთმანეთისგანაც, რომ ჩვენთან არს ღმერთი, მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა... მოეცათ ენები მოციქულებს, რათა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება მთელს ქვეყანაზე, და მას შემდეგ ყოველი მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა სულიწმიდის მადლით ქადაგებს და იღწვის... ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც შეურყვნელად არის დაცული ქრისტეს სარწმუნოება და მოძღვრება, სულიწმიდის მადლია დავანებული... და სულიწმიდა არის ჭეშმარიტი მოძღვარი, მასწავლებელი და მქადაგებელი ეკლესიაში... სწორედ ამ ჭეშმარიტების დასამოწმებლადაც ამბობს წმ. იოანე ოქროპირი ეკლესიის შესახებ: "ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი არ არის მამა"... სულიწმიდა არის სული ღვთისა, თანასწორი მამისა და ძისა „რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს„ მადლითა თვისითა, სულიწმიდაა, „ნათელი და ნათლის მომცემელი კაცთათვის, რომლისა მიერ მამა იცნობების და ძე იდიდების და ყოველთა მიერ საცნაურ იქმნების", ვერავინ ვერსად დაემალება სულიწმიდას, ვერც კეთილისმოქმედი და ვერც ბოროტისმოქმედი, არ არსებობს არცერთი ზრახვა გავლებული ადამიანის გულში, რომელსაც სულიწმიდა ვერ გაიგებს. ამიტომაც სულიწმიდა ნუგეშინისმცემელია კეთილთათვის და საშიშია ბოროტთათვის. შევთხოვოთ უფალს - სულიწმიდას, რომ მოგვმადლოს ნიჭები სიკეთისა, სიყვარულისა, სიმდაბლისა, სარწმუნოებისა, სიმშვიდისა, ლოცვისა, მარხვისა, მიტევებისა და მოთმინებისა... შევთხოვოთ სულიწმიდას საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, საქართველოში სიყვარულისა და მშვიდობის დამკვიდრება... ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

დღეიდან უკვე ითქმება, დასაწყის ლოცვებში ყველა ჩვენთაგანისათვის საყვარელი ლოცვა ღვთისადმი, და მინდა მოგიწოდოთ ეხლა, რომ ვთქვათ ეს ლოცვა ერთად: მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.





Xareba.net

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა