logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განახლებულ აღმაშენებელზე საბავშვო ფესტივალი „პატარა ხელებით“ გაიმართა
განახლებულ აღმაშენებელზე საბავშვო ფესტივალი „პატარა ხელებით“ გაიმართა
15:24 03.06.2017
განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ბავშვთა შემოქმედების ფესტივალის „პატარა ხელებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამოფენა-გაყიდვაზე ბაღების აღსაზრდელთა მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც უამრავმა დამთვალიერებელმა შეიძინა და ამ გზით თითოეული მათგანი საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდა. ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ის სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მოხმარდება.

გამოფენა-გაყიდვას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და მას ანალოგი არ აქვს, რადგან პატარები, თავიანთი პატარა ხელებით შექმნილი ნამუშევრებით ეხმარებიან თანატოლებს.

“აქ წარმოდგენილი ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების განკურნებასმოხმარდება. ჩვენი, როგორც დიდების ვალია, რაც შეიძლება მეტი ნამუშევრები შევიძინოთ, რათა მეტი რესურსი იქნას მობილიზებული და უფრო მეტ პატარას დავეხმაროთ“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ახალ ტფილისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შოუ-კონცერტიც გაიმართა. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების გამხიარულებაზე კი პანტომიმის თეატრის მსახიობებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებლებსა და წიგნის მოყვარულებს თავისი პროდუქცია, უპრეცედენტო ფასდაკლებით, ღონისძიების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გამომცემლობა „პალიტრა ელ“-მა შესთავაზა.

საფეხმავლო ქუჩაზე, თბილისის ათი რაიონის მიხედვით, ათი სტენდი გამოიფინა, სადაც რაიონებში მოქმედმა საჯარო ბაღებმა საკონკურსო ტურების შედეგად შერჩეული ნამუშევრები გამოფინეს. „პალიტრა ელის“ წარმომადგენლებმა თითოეული რაიონის საგამოფენო კუთხიდან ფავორიტი ნამუშევარი შეარჩიეს და მათი ავტორები წიგნების სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვეს.

კიდევ ერთი მხიარული სანახაობა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა აღმაშენებლის N21-თან გამართეს, სადაც პატარა მზარეულების კუთხე იყო მოწყობილი. ბავშვებმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ტკბილეული შესთავაზეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა