ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივიერსიტეტის HAS(University of Applied Sciences)წარმომადგენლები სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდენენ. ჰოლანდიის უნივერსიტეტი HAS, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად საბაკალავრო სასწავლო პროგრამის - საერთაშორისო ფერმერული მენეჯმენტი - განხორციელებას იწყებს. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს, სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე გაივლიან.
სოფლის მეუნრეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადება მნიშვნელოვანია დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამასთან, პროგრამა ფერმერებისთვის ექსტენციის კომპონენტსაც ითვალისწინებს. ფერმერები მიიღებენ კონსულტაციებს და შეძლებენ სწორად განავითარონ საკუთარი ფერმერული მეურნეობა. მისი თქმით, აუცილებელია ფერმერმა იცოდეს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები, საჭიროებები და საკუთარი მეურნეობის სწორი დაგეგმარება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლანდიისგამოყენებითი მეცნიერებების უნივიერსიტეტის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების კოლექცია დაათვალიერეს და ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს გაეცნენ.

















