logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა გადაეცა
ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა გადაეცა
15:12 03.06.2017
ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციების ფარგლებში სხალთისა და ღორჯომის ხეობებს ეწვია, სადაც აჭარის მთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა, ტოიოტა „ლენდ კრუიზერი LC-78“ გადასცა. რეგიონის ხელმძღვანელი სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნო. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ახალი სასწრაფო დახმარების ავტომანქანები მიულოცა და მაღალმთიან რეგიონში დაწყებული თუ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მთავრობის თავმჯდომარეს. მათ აღნიშნეს, რომ ახალი სასწრაფო მანქანები მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას ხეობის სოფლებში.

,,დღეს მხვდა წილად ბედნიერება, რომ ღორჯომისა და სხალთის ხეობების მოსახლეობისთვის დანაპირები შემესრულებინა. მათ ახალი, თანამედროვე, მთისთვის ადაპტირებული სასწრაფო დახმარების მანქანები გადავეცით. 2 მანქანა იქნება განკუთვნილი თითოეული ხეობისთვის. მანქანები ჯამში - 272 ათასი ლარი დაჯდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, ვინაიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია ხალხი და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაღალმთიანი აჭარა იყოს ძლიერი, აქ გაიზარდოს ჯანსაღი, ჯანმრთელი ახალგაზრდობა. აქ უნდა განვითარდეს ტურიზმი, აქ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვჭირდება სრული სერვისები და სწორედ დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მაგალითი ამ სერვისების განვითარების“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. ახალი ავტომანქანების შეძენით სრულად განახლდა ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი. ახალი ტექნიკა ღორჯომისა და სხალთის თემის მოსახლეობას მოემსახურება. ავტომანქანები მაღალმთიანი აჭარის რელიეფურ და კლიმატურ პირობებზეა გათვლილი. მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს პირველადი-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას.

ავტომანქანების შესაძენად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 272 000 ლარი გამოიყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, აჭარაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლება 2014 წელს დაიწყო. 11 სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანა რაიონულ ცენტრებში განაწილდა. ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონულ ფილიალებს ორ-ორი ავტომობილი, ხოლო ქობულეთის რაიონულ ცენტრს 3 საშუალო და 2 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა. ასევე, ადგილობრივმა მუნიციპალიეტეტმა ქედის რაიონულ ცენტრს ადმინისტრაციული შენობა სარგებლობაში გადასცა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა