ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეთორმეტე შეხვედრაგაიმართა. შეხვედრაზე ENPARD-ის I და II ფაზები შეაჯამეს და ENPARDIII-ის ფაზის განახლებული მატრიცა (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განიხილეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა.
ნოდარ კერესელიძემ კომიტეტის წევრებს ,,სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ მიღებულ კანონთან დაკავშირებით და„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ENPARD I-ისდა ENPARD II-ის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ევროკავშირსა და პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) მდგრადი განვითარების და ექსტენციის მნიშვნელობის საკითხებს.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოსდაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო და ENPARD-ისკონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ.

















