ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის ტყე-პარკში გასართობი
ღონისძიებები მოაწყო.
კონცერტში მონაწილეობა ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა და ბენდმა Mix2ra-მმიიღო.
მოეწყო ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, პატარებმა, მომღერლებთან ერთად ტყე-პარკის ტერიტორიაზე ჩიტის ბუდეები განათავსეს.
დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
საღამო ელექტრონული მუსიკითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

















