logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციურ დაწესებულებებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
პენიტენციურ დაწესებულებებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
21:40 01.06.2017
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ღონისძიებები გაიმართა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროექტის „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N11 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთი დღე გაატარეს ჯგუფ „რეგიონის“ წევრებმა. მათ მთელი დღის განმავლობაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად ითამაშეს ტენისი, წაიკითხეს ლექსები და დღის ბოლოს კონცერტი გამართეს. ჯგუფ „რეგიონის“ წევრებთან ერთად მსჯავრდებულებმა რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე N8 პენიტენციურ დაწესებულებაშიც აღნიშნეს. „ჯეოსტარის“ მონაწილე ლაშა თოლორდავამ, „იქს-ფაქტორის“ მონაწილეებმა ლელა ჯავახიამ და გვანცა ოსიყმაშვილმა არასრულწლოვან ბრალდებულებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ქართული და უცხოური სიმღერების ჰიტები შეასრულეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ლეილა აფციაურის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა, რომელიც პროექტ „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში განხორციელდა.
„პროექტის „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში ერთი დღის განმავლობაში ჩვენთვის სასურველი, საინტერესო, ნიჭიერი და ცნობილი ადამიანები იყვნენ არასრულწლოვნებთან და მიულოცეს დღევანდელი დღე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდულობით ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან გატარებული ერთი დღე არასრულწლოვნებთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. ვფიქრობ, ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“-განაცხადა ლეილა აფციაურმა.
ჯგუფ „რეგიონის“ წევრმა ლაშა ნოზაძემ მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზებისთვის .
„ემოციებით ვარ დატვირთული. კონცერტი მეათეხარისხოვანი თემაა, როცა მათთან ერთად მიირთმევ საკვებს, მათთან ერთად თამაშობ სპორტულ თამაშებს, მათთან ერთად მსჯელობ და ცვლი აზრებს. აქ ყველანაირი პირობა აქვთ მათ განვითარებისთვის, სწავლისა და წინსვლისთვის. აქ ყველაფერი აქვთ მაგრამ თავისუფლება მაინც მთავარი ღირებულებაა. ვუსურვებ ყველას დროზე ადრე გათავისუფლებას,“- განაცხადა ლაშა ნოზაძემ.
მსგავსი ღონისძიებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა