რეფერალურ საავადმყოფოში ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობით 23 წლის გოგონა მოათავსეს.
როგორც „ნიუსპრესს“ რეფერალური ჰოსპიტლის - ბესიკ იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, გოგონა ჰოსპიტალში დღეს, გამთენიისას გადაიყვანეს.
მისი თქმით, გოგონამ ლეღვის ნახარში სავარაუდოდ, რუჯის მისაღებად წაისვა. მას სხეულის 60% აქვს დამწვარი. აღენიშნება პირველი-მეორე ხარისხის ქიმიური დამწვრობა.
„ის რამდენიმე დღის განმავლობაში სახლის პირობებში მკურნალობდა, თუმცა, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. გოგონა თბილისიდანაა, თუმცა, დამწვრობა რეგიონში, არდადეგებზე მიიღო“ - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

















