logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ
20:10 01.06.2017
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშინა N5 ქალთა დაწესებულებას ესტუმრა. ლალი მოროშკინამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარესთან ერთად დაწესებულებაში მყოფ სამ წლამდე ბავშვებს, მათ დედებს და ფეხმძიმე მსჯავრდებულებს დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს“თავმჯდომარემ ლალი მოროშკინამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი მსჯავრდებულებისა და დაწესებულებაში მყოფი ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა.
„ტრადიციისამებრ მოვედით დღეს, რათა აქ მყოფ ქალ მსჯავრდებულებსა და მათ შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მივულოცოთ. კარგად მახსოვს ის უბედურება, რაც აქ წლების წინ ხდებოდა, თუმცა როდესაც მე ვმუშაობდი ამ სისტემაში და შემდეგაც ნელ-ნელა შევძელით და სასჯელაღსრულების სისტემა მართლაც ევროპული დონის გახდა. დაწესებულების დირექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალ მსჯავრდებულებს კარგი პირობები შეუქმნას. ის, რასაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აკეთებს, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ ციხეებსაც შეშურდებათ.
N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა სტუმრებს დაწესებულებაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი სტუმრობები მნიშვნელოვანია.
„მართლაც მნიშნველოვანია ასეთი ღონისძიებები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამიტომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ისინი დიდ ყურადღებას იჩენენ ქალი მსჯავრდებულების მიმართ. დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ბავშვს. დღეს სტუმრების მოსვლის შესახებ მსჯავრდებულებმა არაფერი იცოდნენ, ეს მათთვის სიურპრიზი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ლალი მოროშკინას ორგანიზაციას,“- განაცხადა ნესტან ვერულაშვილმა.
ლალი მოროშკინამ ორგანიზაციის წევრთან ერთად დაწესებულების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა