logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტსა და „სოლიდარობის ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტსა და „სოლიდარობის ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
19:59 01.06.2017
ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ და „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო კაკალიაშვილმა-ძაგნიძემ თბილისში, პარლამენტის სასახლეში,ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩაერთვებიან სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერისა და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარების საქმეში.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში შეკრებილ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მიმართეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოლიდარობის ფონდისერთ-ერთმა დამაარსებელმა და იდეის თანაავტორმა მარიამ ჯაშმა, პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ და „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო კაკალიაშვილმა-ძაგნიძემ.
„სწორედ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტი - ქუთაისიდან და თბილისიდან ბავშვთა მხარდამჭერი ღონისძიებებით უერთდება სოლიდარობის ფონდის საქმიანობას. სიმბოლურია, რომ სამი წლის წინ, სწორედ 1 ივნისსგააჟღერა სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეა პრემიერ-მინისტრმა და უკვე მესამე წელია არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა, რომელთაც შეეხოთ სიმსივნე, საქართველოში უსახსრობის გამო არ დაგვღუპია“, - განაცხადა მარიან ჯაშმა.
მან მადლობა გადაუხადა საჯარო სექტორში მომუშავე 60 ათასამდე თანამშრომელს, მრავალ ათეულ კომპანიას, რომლებიც ეხმარებიან სოლიდარობის ფონდს და აღნიშნა, რომ ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება. მარიამ ჯაშის განცხადებით,სასიხარულოა, რომ პარლამენტის აპარატი, პარლამენტის წევრები ნებაყოფლობით უერთდებიან ამ წამოწყებას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ფონდის საქმიანობა და პედიატრიული ონკოლოგიის პრობლემები სრულად გადაიჭრას საქართველოში.
პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ შეკრებილთ მიულოცა წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძნების დღე და მიმართა: „დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ემსახურება შეჭირვებული და სოციალურად დაუცველიბავშვების მხარდაჭერას. ეს კეთილშობილური ინიციატივაა და დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე აპარატის თანამშრომლები, თავიანთ წვლილს შეიტანენ იმ კეთილშობლურ საქმეში, რაც ონკოლოგიურად დაავადებულიბავშვებისა და მოზარდების გადარჩენას უკავშირდება“.
პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, თითოეული აქ მომუშავე ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საკითხი ქვეყნის მომავალს, ჩვენი შვილების, მომავალი თაობის - ბავშვების ჯანმრთელობას უკავშირდება.
„სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის.
„სიმბოლურია, რომ სწორედ ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეს მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ნებაყოფლობითდონაციას განახორციელებენ საქართველოს სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ახალგაზრდების მხარდასაჭერად. ეს უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვინაიდან დღესვე, მემორანდუმის ხელმოწერისპარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისის სასახლეში მასპინძლობს სოლიდარობის ფონდის რამდენიმე ბენეფიციარს და გამოხატავს ფონდისადმი მხარდაჭერას“,- განაცხადა სოფიო კაკალიაშვილმა-ძაგნიძემ. შეხვედრის დასასრულს, მანსოლიდარობის ფონდის საქმიანობის ანგარიშის შესახებ მოკლე პრეზენტაცია გამართა.
ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფონდის დაფუძნებიდან, 2014 წლის 9 ივნისიდან, საქართველოში, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა.როგორც ფონდის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს ისტორიული შედეგია, რომელიც ათიათასობით ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ამ შედეგის შენარჩუნებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის, საჯარო დაკერძო სექტორის თანადგომა და მხარდაჭერა.
700-ზე მეტი საჯარო უწყების, 65 კერძო კომპანიის, ათიათასობით მოქალაქის ჩართულობით, სოლიდარობის ფონდში დღემდე მობილიზებულია 10 მილიონ ლარზე მეტი თანხა. დღეის მდგომარეობით, 390 ბენეფიციარი ფინანსდება. იმისგათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფონდს დახმარებისთვის მიმართვენ, თითოეულის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა სოფიო კაკალიაშვილმა- ძაგნიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა