logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბავშვთა დაცვის დღეს ქობულეთში ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბავშვთა დაცვის დღეს ქობულეთში ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა
19:51 01.06.2017
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რეგიონის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ პატარებს ქობულეთიდან მიულოცა, სადაც ახალი საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო. სოფელ გელაურში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ.

გელაურის დასახლებაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლების განმავლობაში არ არსებობდა. 105 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 19 ადგილობრივი კადრია დასაქმებული. საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ორსართულიან შენობაში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით. კეთილმოეწყო ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა. მოეწყო ასევე მისასვლელი გზა. საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. სოფელ გელაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის 415 860 ლარი დაიხარჯა.

დღესვე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. 70 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღში 15 ადგილობრივია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე კეთილმოეწყო ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 485 550 ლარი

დღეის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 350 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას და 437 ადამიანია დასაქმებული. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღების გახსნა ფიჭვნარსა და ცეცხლაურშიც იგეგმება. წელს საბავშვო ბაღები აჭყვისთავსა და ჩაისუბანშიც აშენდება.

აჭარაში 2013 წლიდან დღემდე აშენდა 47 ბაღი; რეაბილიტირდა 67 ბაღი; მიმდინარეობს 13 ბაღის მშენებლობა და 5 ბაღის რეაბილიტაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა