პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში რაგბი ნამდვილად ნაციონალური თამაშია და ის ეროვნული ღირსების
სიმბოლო გახდა.
პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყველა მორაგბეს მიულოცა "ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა", რომ ჩვენს ქვეყანაში ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩემპიონატი ტარდება.
"ეს არის ძალიან ბევრი მუშაობის შედეგი. საქართველოში უპრეცედენტო სამუშაო ჩატარდა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. 11 სარაგბო ბაზა აშენდა და 21 სარაგბო სტადიონი. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც უკვე წლების განმავლობაში, მთელი ათწლეულია, თანმიმდევრულად აფინანსებს სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას. მშენებლობის პროცესშია კიდევ 4 ბაზა. მინდა, პირველ რიგში საქართველოს ნაკრებს ვუსურვო წარმატება და გავამხნევო პირველი დღის შემდეგ. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, მათი ფსიქოლოგიური მხნეობა იყოს მათი ტექნიკური და ფიზიკური მომზადების დონის შესაბამისი"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

















