დროისთვის სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის მთელი რეგიონის მასშტაბით 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის
მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა.
რეგიონში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და თან შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები, რომელთა ზომა 35 მმ-ს აღემატებოდა.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მიერ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებით ზემოქმედება განხორციელდა კახეთის 5 რაიონში: თელავში, სიღნაღში, საგარეჯოში, ლაგოდეხში და გურჯაანში.
კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ზე მეტი შეადგინა, თუმცა აქტიური ზემოქმედების შედეგად, რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ნალექი ნაწილობრივ ხორხოშელისა და ნაწილობრივ ბრტყელი წვიმის სახით ჩამოიშალა.

















