ხულოს საჯარო სკოლის სასპორტო დარბაზში საჯარო სკოლებს შორის კალათბურთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილი ღია ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში 2002-2003 წლებში დაბადებული ვაჟები მონაწილეობდნენ. პირველ ადგილზე დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი სოფელ ოქრუაშვილების გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამეზე - გიმნაზიის გუნდი გავიდა.
ტურნირს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები მედლებით, სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

















