ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების კუთხით ევროკომისიის ჰუმანიტარულმა მისია „ექომ“ 3 მლნ ევრო გამოყო.
როგორც მისიის წარმომადგენელმა ქეთევან ლომსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული თანხა საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთში ბუნებრივი კატასტროფების პრევენციას მოხმარდება.
„ჩვენი მიზანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესახებ, რომელიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“ - აღნიშნა ლომსაძემ.
მისივე თქმით, პროექტი 2012 წლის ივნისში დაიწყო და მისი ხანგრძლივოდა 13-18 თვეს შეადგენს.
პროექტი განხორციელდება სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, აჭარაში.
ქეთევან ლომსაძის თქმით, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასთნ დაკავშირებული პროექტის პირველი ფაზა 2010 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთში 2 მლნ ევროა დახარჯული.
პროექტის ქართველი პარტნიორები საქართველოს განათლების, შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტრიოები არიან.
პროექტის პრეზენტაცია ამ წუთებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

















