შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოლიციელის პროფესიული დღისადმი
მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე - ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
კერძოდ, აკრძალვა 30 მაისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, 31 მაისს კი 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე იქნება ძალაში.

















