logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პრეზენტაციას დაესწრო
პრემიერი სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პრეზენტაციას დაესწრო
17:54 29.05.2017
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, რომელიც პრესტიჟული ფრანგული ბიზნესსკოლის - „ვატელის" ეგიდით იქნება წარმოდგენილი. უნივერსიტეტის პრეზენტაციას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პროექტის მნიშვნელობა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ეყოლება უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები სასტუმროებისა და ტურიზმის მართვის სფეროში.
„ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ვინაიდან საქართველოში ტურიზმი იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ხდება პროფესიონალების მომზადება. უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი, როგორიცაა „ვატელი", შემოდის საქართველოში და სულ მალე გვეყოლება საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები ამ სფეროში. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ბლოკ ინვესტს" და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს ამ ინიციატივის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებელს ექნება საერთაშორისო მასშტაბი და დარწმუნებული ვარ, მეზობელი ქვეყნებიდან არაერთი ახალგაზრდა მოისურვებს საქართველოში ჩამოსვლას სასწავლებლად," - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან - „ისწავლე საქართველოში", რომლის მიზანია საქართველო რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს. მისივე თქმით, განათლების სფერო უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საიმისოდ, რომ საქართველოში ტურიზმი წარმატებით განვითარდეს.
„მხოლოდ თბილისში დღეს 15-მდე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო შენდება. თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა მოთხოვნაზეა საუბარი პროფესიონალების კუთხით? საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მიმდინარეობს ტურიზმის სფეროს განვითარება. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავხადოთ საქართველო მომხიბვლელი, არა მხოლოდ ლანდშაფტებით, არამედ მომსახურების სფეროს განსაკუთრებული ხარისხით, რათა მოვიზიდოთ ტურისტები. დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი, რადგან სულ მალე ჩვენ გვეყოლება საქართველოში საერთაშორისო დონის, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები სტუმარ-მასპინძლობის სფეროში," - აღნიშნა პრემიერმა.
საერთაშორისო უნივერსიტეტის - „Vatel Georgia"-ს პრეზენტაციის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, „Block Invest"-სა და Vatel ჯგუფს შორის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა