logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში ხვალ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართება
თსუ-ში ხვალ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართება
16:43 28.05.2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხვალ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“ და გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიმართება.

გახსნის ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც თსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკვე მეორედ ტარდება, მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

თსუ მუზეუმის მიერ მომზადებულ ექსპოზიციაზე ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში დაცული ხელნაწერები, ფოტო და ბეჭდური მასალა, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ თითქმის საუკუნის წინ საქართველოში განვითარებულ რთულ პროცესებს. კერძოდ, ქართველი ერის დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის ბრძოლას, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ მოპოვებულ პირველ წარმატებებს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.
გამოიფინება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბისა (შარლემანის მიერ შესრულებული) და დროშის ესკიზები, აგრეთვე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოს სხდომაზე. დამთვალიერებლისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც მოგვითხრობენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და თსუ-ის პროფესურის თანამშრომლობაზე, რომლის დროსაც გადაწყდა უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები: წარმოდგენილი ექსპონატები ასახავს ახალი, ევროპული სტანდარტების შესატყვისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის უნივერსიტეტისათვის გადმოცემის, ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნის, ევროპაში სასწავლებლად გასაგზავნ სტუდენტატთვის ხელშეწყობის პროცესს და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა