logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა
თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა
15:48 27.05.2017
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ბაზა 4 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებული.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და ახალი სპორტული კომპლექსის გახსნა მიულოცა.

„ეს არის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლის ანალოგი ჩვენს ქალაქში აქამდე არ არსებობდა. ეს ბაზა რაგბის გარდა სპორტის კიდევ 7 სახეობისთვის არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რაგბი, ვინაიდან ჩვენ ვმასპინძლობთ რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ეს ბაზა ჩვენი მოზარდებისა და პატარებისთვისაა, რომლებსაც მსგავსი მოედანი არ ჰქონდათ. დღეს უკვე ამ მოედანზე 300 -ზე მეტი მოზარდი აქტიურად ემზადება რაგბიში. დარწმუნებული ვარ, სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბაკონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის შესაბამისად, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი და 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები. სპორტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე, სტადიონების საფარი და განათების ახალი სისტემა.

ახალ სპორტულ კომპლექსში ოთხი მოედანია განლაგებული. მათ შორის, ერთი ქვიშის, ორი ხელოვნური და ერთიც ბუნებრივსაფარიანია. სავარჯიშო კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგის ზონა.ახალიკომპლექსსრაგბის 2017 წლისმსოფლიოსახალგაზრდულიჩემპიონატის (U20)ფარგლებში,მონაწილენაკრებებისავარჯიშობაზადგამოიყენებენ.

სპორტული კომპლექსის გახსნას თბილისის მერთან ერთად ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, პარლამენტისა და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა