logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს
გიორგი გახარია: ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს
19:47 26.05.2017
"ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ კომენტარის დროს განაცხადა. გიორგი გახარიამ მოადგილეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილი სივრცეები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს სამი ლოკაცია - „აწარმოე საქართველოში,“ „სტარტაპ საქართველოს“ შოურუმი და ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა. მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ასევე სამხედრო წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

„პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმოქალაქეს მინდა მივულოცო ეს დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველა ჩვენგანისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც გვაერთიანებს მსოფლმხედველობისა და შეხედულებების მიუხედავად. ვეცადეთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის მშენებლობაში რაღაც სახით არის ჩართული, ეს იქნება მიკრომეწარმე, ეს იქნება სტარტაპერი თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი, გაგვეერთიანებინა და სწორედ ისინი არიან დღეს ჩვენს ლოკაციებზე წარმოდგენილები.ეს ადამიანები არიან უზომოდ ამაყნი თავისი ქვეყნით, საქმიანობით და მინდა, პირველ რიგში, მათ მივულოცო ეს დღესასწაული. შედეგზე ორიენტირებული საერთო შრომა გაგვაერთიანებს და ვფიქრობ, რომ ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებში როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს სივრცე „აწარმოე საქართველოში,“ სადაც მოწყობილია სამეწარმეო მარკეტი. ამ სივრცეში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის 18 ბენეფიციარს, საპარტნიორო ფონდის ბენეფიციარებს და რამდენიმე ათეულ დამწყებ მეწარმეს. მნიშვნელოვანია, რომ „აწარმოე საქართველოში“ წარმოდგენილია „სტარტაპ მარკეტთან“ ერთად, რომელსაც უკვე დამკვიდრებული ბრენდის იმიჯი აქვს ახალგაზრდა მეწარმეებს შორის და, შესაბამისად, მათთვის ძალიან საინტერესოა.

დამთვალიერებლებისთვის ასევე საკმაოდ საინტერესოა ტექნოპარკის სივრცე, სადაც მიმდინარეობს ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სტარტაპების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

თბილისში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად, რუსთაველის თემაზესაინტერესო აქტივობები ხორციელდება თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში, სადაცჩამოსული სტუმრებისთვის ქართული კულტურის შესახებ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს აეროპორტებში განსაკუთრებული სიურპრიზიც ხვდებათ ბრენდირებული ქართული ღვინის სახით.

ამასთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეშიმიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა, ხოლო რაბათის ციხეში მსახიობების, სპეციალური დეკორაციებისა და წარმოდგენების საშუალებით რუსთაველის ეპოქა ცოცხლდება. ღონისძიებაში 50-მდე მსახიობი, ქართული ორთაბრძოლის ოსტატები და საჰაერო შოუს აკრობატები მონაწილეობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა