საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი.
ამ დღის აღსანიშნავად გაიმართა საზეიმო ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ფოლკლორული ანსამბლები და საესტრადო შემსრულებლები.
ღონისძიების დასასრულს კულტურის ცენტრში გაიმართა ჩვენება დოკუმენტური ფილმებისა: „გაარგძელე საქართველოს ისტორია“ და „დიდგორის ბრძოლის აღწერა“.

















