logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
19:16 26.05.2017
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ზურაბ პატარაძემ 26 მაისი მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

,,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღლებული და საამაყო დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. 26 მაისი ეს ჩვენი დღეა, ეს საქართველოს ყველა მოქალაქის დღეა, ეს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართველის დღეა. გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ, ძლიერ და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! გისურვებთ იმ ღირებულებებით ცხოვრებას, რომელიც 850 წელია ჩვენში უცვლელად ცოცხლობს და რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ ღირებულებები ჰქვია!“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მემორიალთან შეკრებილებმა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები, მათი ღვაწლი და თავდადება გაიხსენეს. აქვე წარმოდგენილი იყო ქალაქის არქივში დაცული ფოტოები, რომლებიც იუნკერების საფლავების აღმოჩენას უკავშირდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, მოცეკვავეები, სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები.

საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ საოცრებათა პარკისკენ გადაინაცვლა. ღონისძიება გაგრძელდა ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღის ბოლომდე გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა.
დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. ბათუმელმა სტუდენტებმა „ვეფხისტყაოსნიდან“ სტროფები 8 ენაზე წაიკითხეს. გამოიფინა სტუდენტთა ნახატები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემები. მწერალთა კავშირის მიმდებარედ კი „ვეფხისტყაოსნის“ აუდიო კითხვა მოეწყო.

26 მაისის ღონისძიებები აღინიშნა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში, სადაც სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.
დღის ბოლოს ანბანის კოშკთან ქართველი პოპ-ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება.

26 მაისის ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა