logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა
26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა
19:07 26.05.2017
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტენდი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 26 მაისის ღონისძიებები წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეის ქვეშ ერთიანდება.
„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილ ყველა სტენდასა და დეკორაციაში იკითხება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის სამინისტროც ყოველწლიურად ჩართულიასაზეიმო ღონისძიებებშიდა განსხვავებული კონცეფციის სტენდებზე მრავალფეროვან პროდუქციას წარუდგენს მოსახლეობას.
,,ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ, ქვეყნიდან, რომელსაც კულტურისა და ტრადიციების, მათ შორის მეღვინეობის მრავალსაუკონოვანი ისტორია აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე დამთვალიერებელი ყოველწლიურად აგრარული პროდუქციის მწარმოებელ ახალ კომპანიებს ეცნობა და საქართველოში წარმოებული, მაღალხარისხიანი პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობა ეძლევა. საქართველოში სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი გააჩნია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკის გაძლიერებაში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარულიდარგის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და სასიხარულოა, რომ პოზიტიური შედეგები უკვე სახეზე გვაქვს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს სტენდზე საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნატოს საპარლამენტო ასსამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის და ასამბლეის დელეგატებს უმასპინძლა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოების (შპს გეოპლანტი, შპს ვინივერია, შპს გემუანი, შპს მარანული, შპს ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია, შპს თელეთის ყველის სახლი, შპს ახალი მესხეთი, შპს ნატურა თი კომპანი, შპს ჯეოკონცენტრატი, შპს NUTS.GE) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების (რკ.ზირა, რკ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინო, რკ. აგრო-ჯი, რკ. ნაგომარი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი რკ ბარალეთი 2008, ინაბოძი, ალვანი, რკ. თერჯოლის ღვინო, რკ. დარჩელის თხილი, ბაიას ღვინო) მიერ წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი,სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა.
სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები ორიგინალურ დეკორაციებთან, რომლებიც ქართული ხილითა და ბოსტნეულით იყო გაფორმებული.
26 მაისის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა