საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2018 წელს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების
საიუბილეო მე-15 მინისტერიალს უმასპინძლებს, რაც ქართველი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალებაა.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"სასიხარულოა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე.
ეს ასევე ძალიან კარგი იქნება საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის საინტერესო მიმართულების შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისთვის"-განაცხადა პრემიერმა.

















