logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 რუსთაველის თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
რუსთაველის თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
11:26 25.05.2017
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და აფხაზეთიდან დევნილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, „ქართული ხმები“, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - მარიკა გულორდავა და სალომე ჯიქია, მომღერლები ირმა სოხაძე და მაია ჯაბუა, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური საჩუქარი გადასცა.
საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი, თავის პროფესიაში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების დაჯილდოება გაიმართა. წარმატებული ადამიანების გამოსავლენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოკითხვა სოციალურ ქსელის მეშვეობით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ:
შემოქმედების დარგში ყველაზე აღიარებული პიროვნება - გენო კალანდია. გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი.
საუკეთესო სპორტსმენი - ირმა ხეცურიანი. მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში,მსოფლიო თასის მფლობელი ფარიკაობაში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე.
წარმატებული ექიმი - რეზო სულუხია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საუკეთესო მასწავლებელი - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
საუკეთესო ფერმერი - ედიშერ გულბანი.
აგრეთვე თეატრის ჰოლში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაწერების, აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების გამოფენა მოეწყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა