logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
დღეს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
00:36 25.05.2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული იქნება ღონისძიებების მრავალფეროვნებით, მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ფონდებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს ფესტივალის ფარგლებში 100-მდე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, საუკეთესო ბლოგერების გამოვლენა, კოსტუმირებული კარნავალი სპეციალური სტუმრის წარდგენა.
წელს პირველად საერთაშორისო წიგნის ბაზრობების სტანდარტების შესაბამისად, თბილისის ფესტივალს ჰყავს ფოკუს ქვეყანა - ნორგვეგია, რომელიც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ფონდით NORLA და ოთხი ნორვეგიელი მწერლით: როსკვა კორიცინსკი, ნილს ჰენრიკ სმითი, სიმენ ეკერნი და სიგბიორნ მოსტიუ ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პატარა მკითხველებს სპეციალურ კუთხეს მოუწყობს, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი, ინტელექტუალური საბავშო ღონისძიებებით, ასევე პატარებისთვის ფესტივალის სიმბოლურ დახურვაზე იგეგმება ბუშტების გაშვება მე-11 პავილიონის ეზოდან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და სტაბილურად განაგრძობს განვითარებასა და დამთვალიერებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ქალაქ თბილისის მერია.
ფესტივალი 13:00 საათზე გაიხსნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა