logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქუთაისის სკოლების მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას გაეცნენ
ქუთაისის სკოლების მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას გაეცნენ
23:01 24.05.2017
პროგრამის ,,სამოქალაქო განათლება - მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ორგანიზაციასთან ph international Georgia პარტნიორობით ახორციელებს, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების მუშაობის პროცესს გაეცნენ.
სკოლის მოსწავლეებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი შეხვდა და სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,მსოფლიოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის დარგი სწრაფად ვითარდება, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და წარმოება სულ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადადის. შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობა სწორედ ამ გამოწვევების წინაშე დგას და მათი დაძლევა ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის გარეშე წარმოუდგენელია. ახალ თაობას ამ მიმართულებით განსაკუთრებით დიდი როლი აკისრია. თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც თანამედროვე სამყარო გთავაზობთ. კარგი განათლებით და საფუძვლიანი ცოდნით, შეძლებთ გააგრძელოთ და განავითაროთ ის უძველესი დარგი და ტრადიციები, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქვს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეების ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და ღვინის მუზეუმიც დაათვალიერეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ახალგაზრდებს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ტრადიციები გააცნო და ღვინის დაყენების ქართულ, უნიკალურ მეთოდზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი სამანიშვილმა საუბრისას აღნიშნა, არსებობს ვაზის 500-ზე მეტი ქართული, უნიკალური ჯიში, რომელთა მოძიებასა და აღდგენას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. ღვინის სააგენტოს თავმჯდომარემ ენოთეკაში და ღვინის მუზემუში დაცულ ექსპონატებზე მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მიაწოდეს. ახალგაზრდებმა ყველა ის აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს, რომელსაც სააგენტოს სპეციალისტები სურსათის კონტროლის, ვეტერინარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელებისთვის იყენებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა