ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დაღუპული თანამშრომლის, ვიცე-პოლკოვნიკ
იაკიმე ბალახაშვილის სახელობის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება აღნიშნეს.
ღონისძიებას მესაზღვრეებიც დაესწრნენ. მათ მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი იაკიმე ბალახაშვილი 2000 წლის 26 ოქტომბერს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთზე, მდინარე ასას ხეობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაღმზე აფეთქდა. ბალახაშვილი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, მისი სახელი კი უდეს საჯარო სკოლას ეწოდა.

















