logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის პროექტები განიხილა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის პროექტები განიხილა
12:22 22.05.2017
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების, ძირითადად კი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დეტალურ განხილვას და ამ მიმართულებით ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ისეთი სტიქიური მოვლენების დროს, როგორიც ბოლო დღეებში ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის როლი ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის შემცირებაში. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სტარტეგიის პრიორიტეტები გააცნო და სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, თუმცა მისი ბიომრავალფეროვნების და უნიკალური კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ გამოწვევებზეც(ფრაგმენტული მიწა, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა, მაღალი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების განვითარება და სხვა) ისაუბრა, რომლის დაძლევის გზებზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა არსებული რესურსი, რათა დარგი ეფექტიანად განვითარდეს და საქართველოს ეკონომიკის კონტრიბუტორი გახდეს.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც, სადაც დარგის განვითარების ახალი მიდგომები, სტიქიის დროს ზარალის ანაზღაურების საკითხები, მიწის გასხვისების რეგულაციები, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია,DCFTA და ადგილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობა, შესანახი და სამაცივრე მეურნეობების განვითარების აუცილებლობა, სუბსიდირება და მეღვინეობის განვითარების საკითხები, ღვინის პოპულარიზაცია და მარკეტინგული ღონისძიებები (ჩინეთიი, იაპონია, კორეა, პოლონეთი, აშშ, ინგლისი) და კოოპერაციის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა კვარაცხელიამ მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობასა და მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი აგროდაზღვევის პროგრამის დეტალურ განხილვას დაეთმო. აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა, ლევან მაღრაძემ ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო აგროდაზღვევის პირობები, ტექნიკური დეტალები და პროექტის სამომავლო განვითარების სტრატეგია.
ორდღიანი შეხევედრის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან და პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად G4Gაგროდაზღვევისთემაზესაჯარო დისკუსიის გამართვას კერძო სექტორთან გეგმავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა