მიმდინარე წლის 22-23 მაისს, ბათუმი კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს (IBF Batumi) უმასპინძლებს. მასში
6 მსოფლიო კლასის სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმს მიესალმება საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
ფორუმის სპიკერები არიან: პიერლუიჯი კოლინა - მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი, მას ბიზნესსამყაროც იცნობს ქოუჩის სახით. დანანჯაია ჰეტიარაჩი - მსოფლიო ჩემპიონი საჯარო გამოსვლებში, შონ ფიცპატრიკი რაგბის ლეგენდა, კევინ გასკელი - იყო პორშესა და ლამბორგინის ხელმძღავენელი, მარშალ გოლდსმითი - მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერშიპის მოაზროვნე, ჯონ კინგი - ნიუ იორკ თაიმსის და უოლ სთრით ჯორნალის ბესტსელერის Tribal Leadership-ის ავტორი, საერთაშორისოდ აღიარებული მასწავლებელი, მწვრთნელი და ლიდერი.
ფორუმი სასტუმრო ეიფორიაში (ბათუმი) ორშაბათს, 22 მაისს, 12.00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.

















