საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოფელ დიდგორში დიდგორობის ტრადიციული ღონისძიება ჩატარდა.
დიდგორის ველზე ქართული სტილით ჭიდაობაში შეჯიბრი და დოღი გაიმართა. ჭიდაობისა და დოღის ტურნირის გამარჯვებულები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სიგელებითა დ ათასებით დააჯილდოვა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ საზეიმო კონცერტიც გაიმართა.

















