კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კაიროს დასახლებაში, გიორგი ლორთქიფანიძის ქუჩაზე, წყალარინების, საკანალიზაციო გარექსელის
მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, 9 კილომეტრზე ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა, რომლითაც 600-მდე ოჯახი ისარგებლებს. საპროექტო ქსელზე რკინა-ბეტონის 308 ჭა მოეწყობა.
მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 333 333 ლარია გამოყოფილი. წყალარინების მოწყობის პროექტს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორ იკომპანია შპს „ენსისი“ ახორციელებს.
პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.

















