საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმების შედეგად ბათუმი-ახალციხის
საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრზე ფერდობზე განვითარდა მეწყერი, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.
ამჟამად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდება.

















