თბილისის მერიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და რელიგიისსაკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს. შეთანხმების მიზანია, დედაქალაქში არსებული საკულტო-რელიგიური დანიშნულების ნაგებობებისდაცვისა და გამოყენების საკითხებზე ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების მომზადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერრელიგიური და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას, სამოქალაქო საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს შექმნას.
„სხვადასხვა ხასიათის რელიგიურ საკითხებზე რელიგიის სააგენტოსთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე საკულტო-რელიგიური შენობების მშენებლობა და ამ თემებთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ეს თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო მჭიდრო გახდება“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

















