დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა წერეთლის გამზირის(ნაწილობრივ), მირცხულავას, ერისთავის, კეკელიძის, ბარნოვის, კაკაბეთის, მესხეთის, გორგასლის, ნიშნიანიძის, პუშკინის, კოტე აფხაზის, დიუმას, დადიანის, ყავლაშვილის, ცინცაძის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, ყარყარაშვილის, კვალის, ტოლენჯის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა წყნეთის, ვანის, ახალციხის, ლენტეხის, მამარდაშვილის, იაროსლავის, ბენაშვილის და ოსიაურის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე სოფელ დიღომის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 13 საათამდე ლუბლიანას, ჩაჩავას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და რკინიგზის ჩიხის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ორხევის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II, III,IV მიკრორაიონების, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, შატილის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს, ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

















