თბილისის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
"თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის შესახვევის, მუხიანის II, III მიკრორაიონების, დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის, ბელიაშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, რომან ჭელიძის, გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ვლადიმერ დავითაშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, კოსტავას, ჭოველიძის,მელიქიშვილის, ალექსი მაჭავარიანის, შოთა მილორავას და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ვარკეთილისIII მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის დასახლების, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, გახოკიძის და ქინძმარაულის ქუჩების, 11 საათიდან 16 საათამდე ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის, 11 საათიდან 15 საათამდე პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების, 11:30 საათიდან 18 საათამდე ტაშკენტის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების, 12 საათიდან 13 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ინტენსიფიკაციის ქუჩის, 11 საათიდან 14 საათამდე კი გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლები.

















