დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით
, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაზისუბნის II მიკრორაიონის, გლდანის მასივის II მიკრორაიონის, კრუპსკაიას, სარაჯიშვილის, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ჭედიას, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, მებაღეობის, ქიზიყის, კოსტავას (ნაწილობრივ), ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, თარხნიშვილის, კრწანისის, გორგასლის, ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აეროპორტის დასახლების, ვერეს ხევის, მერაბ ალექსიძის, სანდრო ეულის, ფხაკაძის, ალექსანდრე იოსელიანის, ანა პოლიტკოვსკაიას დაუნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლები.
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე დაბა წყნეთის, ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს შეეხება.

















