მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური განათლების მასწავლებლებისთვის სპეციალური სასწავლო
ტური დაიწყო. ტურის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ინკლუზიური განათლების ექსპერტ-კონსულტანტმა, ჟანა კვაჭაძემ მასწავლებლებს მასპინძელი სკოლის ხელმძღვანელები წარუდგინადა სასწავლო ტურის ამოცანები გააცნო.
სასწავლო ტური მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას რეგიონებში და გულისხმობს რეგიონების სკოლებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის გამოცდილების გაზიარებას წარმატებული პრაქტიკის მქონე სკოლებში.
ტურის ფაგლებში მასწავლებლები გაეცნობიან სწავლების და შშმ მოსწავლის კლასში ინტეგრაციის ეფექტიან სტრატეგიებს ასევე, დააკვირდებიან, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას ამა თუ იმ სკოლაში.
სასწავლო ტურის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოაცხადა, რის შედეგად შეირჩა ინკლუზიური განთლების 30 სპეციალისტი. შერჩეული სპეციალისტები გადანაწილდებიან 10 ინკლუზიურ სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორები.
სასწავლო ტური უკვე მეორედ ტარდება. ცენტრმა აღნიშნული პროექტის განხორციელება გასული წელს დაიწყო.

















