კომპანია „კარლსბერგის“ გათამაშებაში გამარჯვებული სამი ქართველი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ
მატჩს საპატიო სტუმრების სტატუსით დაესწრო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, სამივე გამარჯვებულის პორტუგალია-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩზე გამგზავრება, ვარშავაში ცხოვრება და სამშობლოში დაბრუნება, დაპირებისამებრ კომპანიამ დააფინანსა.
მათი ინფრომაციით, გამარჯვებულები გიორგი გულბანი, ირაკლი ზარქუა და ლაშა კვიჟინაძე მეოთხედფინალურ მატჩზე დასასწრებად ვარშავაში სამი დღით გაემგზავრნენ.
„კარლსბერგის“ ერთ-ერთი გამარჯვებულის გიორგი გულბანის განცხადებით, ქართველები მატჩის შემდგომ წვეულებასაც დაესწრნენ, სადაც ისინი „კარლსბერგის“ საპატიო სტუმრების რანგში იყვნენ მიწვეული.
კომპანია „კარლსბერგმა“ 17 აპრილს კამპანია „I SWEAR“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც ფეხბურთის გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალზე გამგზავრების რეალური შესაძლებლობა მიეცა.
კონკურსი Facebook.com/Carlsberg Georgia-ზე მიმდინარეობდა. 18 წელს მიღწეულ ყველა გულშემატკივარს ამ გვერდზე შეეძლო დაეწერა თუ რის გასაკეთებლად იყო მზად მატჩზე დასასწრები საგზურის მისაღებად.
მეორე ტურის ფინალისტები მიღებული ლაიქების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ, სადაც წერილობით დადებული პირობა მათ მიერვე გადაღებული ვიდეოს ატვირთვის საშუალებით დაადასტურეს და საგზურის მფლობელები გახდნენ.

















