logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმი ცენტრალში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
ბათუმი ცენტრალში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
14:25 16.05.2017
ბათუმი ცენტრალში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, სულხან ღლონტთან ერთად გახსნა. დღეიდან, ბათუმში მატარებლით ჩამოსულ ტურისტებს საინფორმაციო ცენტრი მოემსახურება. ცენტრის თანამშრომლები რეგიონის სტუმრებს არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან და კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარებიან.

,,ტურიზმის განვითარება ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით ტურისტული სეზონისთვის. დღეს ბათუმის რკინიგზის სადგურში მე-9 სერვის ცენტრი გაიხსნა. ეს კი მეტ ინფორმირებულ და კმაყოფილ ტურისტს ნიშნავს. სწორედ ბათუმის რკინიგზის სადგურიდან არის შესაძლებელი დაიგეგმოს ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით ტურისტულად მიმზიდველ ისტორიულ ადგილებში. აჭარაში აქტიურად ვითარდება სოფლად ტურზმი, აგრარული ტურიზმი. ასევე აღსანიშნავია ქალაქი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ჩვენი ულამაზესი სანაპირო, დელფინარიუმი. ვფიქრობ, ბათუმი მზად არის ტურისტული სეზონისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის დეპარტამენტს. სწორედ მათი ჩართულობით მივაღწევთ ძალიან ბევრ წარმატებას“,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა ზრდა ყოველწლიურად ფიქსირდება. 2017 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, აღნიშნული ცენტრები 8 752 ვიზიტორს მოემსახურა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

2016 წელს საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს.

ბათუმი ცენტრალში ახალი, მე-9 საინფრომაციო ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს რეგიონით დაინტერესებული ვიზიტორების რაოდენობისა და ტურისტთა მომსახურების ხარისხის გაზრდას"-აცხადებენ ავტონომიის მთავრობაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა