15 მაისი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, ხვალ, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის სხვა წევრები ბოლნისის რაიონის სოფელი ტანძიაში, სულხან-საბას სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან.
ღონისძიება ორგანიზებულია განათლების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის, პრემია „საბას“ და ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ და ის 14:00 საათზე დაიწყება.

















